შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
დუნდუა ივანე მაჭავარიანის მე-6 მოადგილე იქნება.
მიხეილ დუნდუა აქამდე შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ეს თანამდებობა ამ დროისთვის ვაკანტურია.
2018 წლის პირველი ივლისიდან 29 აგვისტომდე, მიხეილ დუნდუას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი დუნდუა 20/30-ის ექსპერტი იყო.