ვინ შეცვლის მურთაზ კიკორიას სებ-ში?

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის კანდიდატურა უკვე წარუდგინა. საუბარია, 31 წლის პაპუნა ლეჟავაზე.

როგორც ცნობილია, სებ-ის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია ეროვნულ ბანკს 30 ნოემბრიდან დატოვებს.

პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან დღემდე ვაშინგტონში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში - IFC, ფინანსური ოფიცრის პოზიციაზე მუშაობს. მანამდე 2013-2015 წლებში პაპუნა ლეჟავა მსოფლიო ბანკში, აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად; 2011-2013 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური რისკების განყოფილების უფროსის პოსტს იკავებდა, 2010-2011 წლებში კი ასევე სებ-ში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა.

ლეჟავას ბიოგრაფიის თანახმად, მან იცის ქართული, ინგლისური, რუსული, ესპანური და ბულგარული.