კომპანია "Firestone"-ის ინოვაციური სამშენებლო მასალების სემინარი სასტუმრო "რედისონში" გაიმართება

ჰიდროიზოლაციის ექსპერტი ქართული კომპანია "ჯი არ სი" და ამერიკული კომპანია "Firestone", ხვალ, 14:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" მართავენ ერთობლივ სემინარს, რომლის თემაა "Firestone"-ის "უნაკერო" EPDM მემბრანის პრეზენტაცია.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ჰიდროიზოლაციის ექსპერტი ქართული კომპანია "ჯი არ სი" 12 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს იზოლაციებისა და გადახურვების სფეროში. "ჯი არ სი" საქართველოში წარმოადგენს ისეთ მულტინაციონალურ კომპანიებს, როგორებიცაა Firestone (აშშ); BASF (გერმანია); RUUKKI (ფინეთი); TechnoNikol (რუსეთი), DONGBU (კორეა) და სხვა.

სემინარის მონაწილე მოწინავე არქიტექტურული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები გაეცნობიან "Firestone"-ის "უნაკერო" EPDM მემბრანის თვისებებსა და უპირატესობებს.

"ეს მემბრანები გამოიყენება ბრტყელი, ექსპლუატირებადი და მწვანე გადახურვების შესასრულებლად. ასევე საძირკვლების, გვირაბებისა და ხელოვნური ტბორებისა თუ წყალსატევების ჰიდროიზლაციისთვის. საქართველოში ის უკვე გამოყენებულია რამდენიმე ობიექტის მშენებლობისას, მაგალითად, თბილისში რიყის გვირაბის ჰიდროიზოლაციისას; ბათუმში - სასტუმრო "კემპინსკის" გადახურვაზე; სოფ. კურდღელაურში - "თელავის ღვინის მარნის" საცავების გადახურვისას. "Firestone"-ის "უნაკერო" EPDM მემბრანა გამოირჩევა საიმედოობით, მონტაჟის სიმარტივითა და მრავალ ათეულწლიანი საექსპლუატაციო ვადით", - აცხადებენ სემინარის ორგანიზატორები.