ევროკავშირი Facebook-ისთვის გადასახადის შემოღებას გეგმავს

ევროკავშირი Facebook-ისთვის გადასახადის შემოღებას გეგმავს. საქმე ეხება კორპორაციულ სფეროში ინფორმაციულ მომსახურებას, რომელიც ცნობილია როგორც „გადასახადი Facebook-ზე“.

ევროსაბჭო აღნიშნულ საკითხზე დეკემბერში იმსჯელებს და სწორედ მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებასაც.

ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა ჰარტვიგ ლიოგერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გავმართეთ მნიშვნელოვანი დისკუსია ინფორმაციული მომსახურების დაბეგვრის შესახებ და მივიღებთ გადაწყვეტილებას ფინანსთა მინისტრების დეკემბრში დაგეგმილ შეხვედრაზე. ამ ეტაპზე არ გვაქვს საერთო დოკუმენტი და ერთიანი პოზიცია. ჩვენი სამუშაო ჯგუფი ატარებს ტექნიკურ სამუშაოებს პოლიტიკური თანხმობის მისაღწევად წლის ბოლომდე“, - განაცხადა მან.

ევროკომისიის ბიუჯეტის საკითხებში თავმჯდომარის მოადგილემ ვალდის დომბროვსკიმ მოუწოდა მინისტრებს, დააჩქარონ შეთანხმების მიღწევა ამ გადასახადის შემოღებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები დაიწყებენ მის ამოქმედებას ეროვნულ დონეზე, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.

კოკა კვირკველია