სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის გ.ი.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 3,213.61 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 49.66 გრამი) გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3,213.61 ლარის ოდენობით შეეფარდა.