თბილისის აეროპორტში 53 226.81 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 28 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ი.ა.-სა და ჰ.მ-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ჯამში, 53,226.81 ლარის ღირებულების, არდეკლარირებული საქონელი, კერძოდ: ერთი სმარტსაათი, 14 ცალი მობილური ტელეფონი, 16 ცალი მაჯის საათი, 14 ცალი მობილური ტელეფონის ყურსასმენი და 5 ცალი დამტენი აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ჰ.მ-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10361.81 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო სამართალდამრღვევ მოქალაქეს ი.ა-ს საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.