"საუკეთესო ინდოეთიდან" - ინდური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა თბილისში

ნაციონალური სამოსი, საიუველირო ნაკეთობები, ნახევრადძვირფასი ქვები, კერამიკა, ავეჯი, ტექსტილი, ჩაი და სურნელოვანი სანთლები...

ინდური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში იმართება.

გამოფენა საზეიმოდ ინდოეთის ელჩმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში შრი სურეშ ბაბუდამ გახსნა.

გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით - "საუკეთესო ინდოეთიდან" ინდური კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და ის 26 ივნისიდან 6 ივლისამდე გაგრძელდება.

ვიდეო იხილეთ ლინკზე : "საუკეთესო ინდოეთიდან" - ინდური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა თბილისში