"ყველა სახელმწიფო უწყება რომ გავაუქმოთ და ყველანი სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას საბიუჯეტო თანხები მაინც არ ეყოფა"

ყველა სახელმწიფო უწყება რომ გავაუქმოთ და ყველანი სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას საბიუჯეტო თანხები მაინც არ ეყოფა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.

კაკაურიძის შეფასებით, ტყუილი და აბსურდია „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო დაპირება პენსიის ოდენობის 400 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით.

„პენსიის 400 ლარამდე გაზრდის რესურსი ბიუჯეტში არ არსებობს. ეს არის არარეალური და აბსურდული დაპირება. დარწმუნებული ვარ, რომ ვკითხოთ, თავადაც არ იტყვიან, რომ ამის გაკეთებას 2019 ან 2020 წლისათვის აპირებენ“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.