საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
"ბიძინა ამ ხიდს დანგრევას უპირებდა და ახლა ფოსტამ სწორედ ამ ხიდით, მარკა გამოუშვა, ოღონდ, რა ქნან და ოროსნები არიან და მშვიდობის ხიდი ინგლისურად, თავისუფლების ხიდად თარგმნეს",- წერს მიხეილ სააკაშვილი.
მშვიდობის ხიდის მარკა საქართველოს ფოსტის საიტზე საფოსტო მარკების ჩამონათვალშია. მარკის აღწერაში წერია "ევროპა 2018 - საქართველოს ხიდები – მშვიდობის ხიდი. დიზაინერი გ. მამულაშვილი. მარკის ნომინალი 2.90 ლარი“.