სემეკმა მოქალაქეებს 41 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეებს 41 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.სემეკის ცნობით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოქალაქეების საჩივრები განიხილა.

კომისიის უსაფუძვლოდ მიიჩნია კომპანიების მიერ მოქალაქეებზე დარიცხული თანხების უმეტესობა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში 41 180 ლარი შეადგინა.

კომისის განცხადებით, სადავო საკითხები შეეხებოდა: ხანდაზმულ დავალიანებებს, ზედმეტობით და უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, უსაფუძვლოდ დარიცხული მრიცხველის საფასურს. სხდომაზე განსახილველად საკითხები კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა წარადგინეს.

„თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დარღვევას, მომართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც,“ - აცხადებენ სემეკში.