კანდელაკის ქუჩაზე „ნიკორას“ სუპერმარკეტი იხსნება

27 ივნისს, 19:00 საათზე, კანდელაკის 33/35 ნომერში „ნიკორას“ კიდევ ერთი ახალი სუპერმარკეტი ისხნება.

სავაჭრო ობიექტი, რომელიც დედაქალაქში კომპანიის რიგით 63-ე მაღაზიაა, მომხმარებელს კვების პროდუქტების ფართო ასორტიმენტის პარალელურად, ჰიგიენის საშუალებებისა და სხვა ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

„ნიკორა“ სავაჭრო ქსელის გაფართოების პროცესს კვლავ შოუს ელემენტების თანხლებით განაგრძობს. მხიარულ გარემოში - გემრიელი პროდუქციისა და საჩუქრების თანხლებით ჩაივლის კანდელაკის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის გახსნის ცერემონიალიც.

შეგახსენებთ, რომ „ნიკორა“ საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან სავაჭრო ქსელს ფლობს. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, კომპანიის 93 სუპერმარკეტი ფუნქციონირებს, რომელთაგან 63 დედაქალაქში, 30 კი სხვადასხვა რეგიონებში მდებარეობს.

(R)