ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla-მ დირექტორთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი შეარჩია.
ახალი დირექტორის შერჩევა მას შემდეგ მოხდა, რაც მოქმედ ხელმძღვანელს ილონ მასკს ამერიკის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმების შედეგად პოსტის დატოვება მოუწია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
ახლა კომპანიის დირექტორთა საბჭოს უხელმძღვანელებს რობინ დენჰოლმი, რომელიც აქამდე აუდიტორული კომპანიის ხელმძღვანელად მუშაობდა და დირექტორთა საბჭოში დამოუკიდებელი დირექტორის სტატუსით შედიოდა. გარდა ამისა, ის ამავდროულად არის ავსტრალიური სატელეკომუნიკაციო ოპერატორის Telstra Corp Ltd.-ს ფინანსური დირექტორი.
„გარდამავალი ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში ილონ მასკი ახალ ხელმძღვანელს დაეხმარება“, - აცხადებენ კომპანიაში.
კოკა კვირკველია