ბიომეურნეობებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამოქმედდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიოწარმოების წახალისების მექანიზმებზე მუშაობს. მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, პაკეტი, რომელზეც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, ბიოწარმოებისთვის საგადასახადო შეღავათებს, გრანტებსა და კონპენსაციებს გულისხმობს.
„თქვენ იცით, რომ პრემიერის მიერ დაანონსებულია მწვანე ეკონომიკის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმ პაკეტზე, რომლის შესაბამისად ბიოწარმოებას ექნება დამატებითი საგადასახადო შეღავათები ან დამატებითი სტიმულები მეურნეობის განვითარებისთვის. ძალიან მალე, ჩვენ გვექნება პირველი ნაბიჯები, რომელიც გაითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს“, - განაცხადა ხანიშვილმა.
ბიომეურნეობის განვითარებისთვის საქართველომ 4 მილიონ ევრომდე დაფინანსება ავსტრიის განვითარების სააგენტოსგან მოიპოვა.
ქრისტინე გამთენაძე