საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი იმ მეხანძრე-მაშველებს შეხვდა, რომლებმაც 6 ნოემბერს, თბილისში, მდინარე მტკვარში გადამხტარი ქალბატონი და მის დასახმარებლად მდინარეში შესული მოქალაქეები გადაარჩინეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, სამაშველო ღონისძიებაში 12 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა, მათ შორის 2 მაშველი, რომლებიც არასამუშაო საათებში, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
ქალბატონის გადასარჩენად მდინარეში პირველები, სწორედ, ფაქტის თვითმხილველი მეხანძრე-მაშველები და თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცი შევიდნენ. ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის სამაშველო ღონისძიებაში მონაწილე ყველა მეხანძრე-მაშველი ფულად ჯილდოს მიიღებს.