სად დავისვენოთ 2019 წელს - Top-10 ქვეყანა

Lonelyplanet-მა იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლის სანახავადაც საუკეთსო პერიოდი სწორედ 2019 წელია. ქვეყნების ერთმანეთისგან გასხვავებული და მრავალფეროვანია.

შრი-ლანკა

შრი-ლანკა ტროპიკული კუნძულოვანი ქვეყანაა, სადაც პოპულარულია ზღვისპირა ქალაქები მარატუა და გალა, ასევე ისტორიული ქალაქი კანდი და მთის კურორტი ნავარაელია. ტურისტები ასევე სტუმრობენ ჩაის პლანტაციებს, ეროვნულ პარკებსა და ბუდიზმის რელიგიურ და ისტორიულ ძეგლებს.

გერმანია

გერმანია ცნობილია სასტუმროებში საუკეთესო მომსახურებით და საკვებით. ზაფხულში ტურისტები ბალტიის ზღვის სანაპიროებსა და ბავარიის ტბებს სტუმრობენ, ხოლო ზამთარში სათხილამურო კურორტებს. ბერლინი კი ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, ნათელი და თავისუფალი ევროპული ქალაქია.

ზიმბაბვე

ზიმბაბვე მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთით ზამბეზის მდინარეებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ლიპტოპოს შორის. ტურისტებს ყველაზე მეტად ველური ბუნება იზიდავთ. ქვეყნის მთავარი ღირშესანიშნაობა ეროვნული პარკებია.

პანამა

პანამა ბევრ უცხოელ ტურისტს იზიდავს. ქვეყანაში ტურიზმის ყველაზე ხელსაყრელი გავლენას მისი გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს. იგი ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. აქ უამრავი სანაპიროა, სადაც ყოველთვის თბილი ამინდია, ასევე ქვეყანაში ბევრი შესანიშნავი ეროვნული პარკებია.

ყირგიზეთი

ყირგიზეთი ცენტრალურ აზიაში მდებარეობს. ამ ქვეყანას გარს აკრავს ბუმბერაზი მთები, რომლის მწვერვალებიც თოვლითაა დაფარული. ყირგიზეთი ტერიტორიაზე მდებარეობს „ზეციური მთები“, ასევე თხილის ტყეები და გოგირდის წყლები.

იორდანია

იორდანიას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რაც ტურისტებს ასე იზიდავს. განსაკუთრებით მიმზიდველია მკვდარი ქალაქი პეტრა. ეროვნული მემკვიდრეობა დედაქალაქ ამანის სამ მუზემშია დაცული, ასევე არქეოლოგიური მუზეუმი ქალაქ ციტადელში მდებარეობს, ქალაქ მადაბაში კი გვიანი ბიზანტიური მოზაიკის კოლექცია ინახება.

ინდონეზია

ინდონეზიის ხელისუფლება ქვეყნის ტურიზმის განვითარებას აქტიურად ცდილობს. ხელისუფლება აქცენტს ძირითადად უცხოელი ტურისტების გაზრდას ანიჭებენ. ამ თვალსაზრისით დადებითი როლი ითამაშა ისტორიულ, კულტურლი და ბუნებრივი ღირშესანიშნაობების არსებობამ.

ბელარუსი

ბელარუსს დიდი ხნის ისტორია აქვს და ბევრი ღირშესანიშნაოებებიცაა დაცული. არსებობს რამდენიმე ცნობილი მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ზამთრის პერიოდში ტურისტები სტუმრობენ სათხილამურო კურორტებს: იაკუტის მთები, ლოგსკიკი, სილიჩი და ალპური თოვლი. ტურისტებს ასევე იზიდავს მრავალფეროვანი ულამაზესი მწვანე ზონები, სადაც უზარმაზარი მწვანე მდელოებია, ხშირი ტყეები, მთიანი ტყეები და მდინარეებია.

სან-ტომე და პრინსიპი

სან-ტომე და პრინსიპი არის კუნძულოვანი ქვეყანა აფრიკაში. ამ ქვეყანაში ბუნება ხელუხლებად არის დაცული, აქ არის სანაპიროები, ტროპიკული ჯუნგლები, ეგზოტიკური ფრინველები და მდიდარია ფაუნა. ასევე აქ მდებარეობს უძველესი ვულკანები და შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება.

ბელიზი

ბელიზი ცენტრალურ ამერიკაში მდებარეობს. ქვეყანა ფასდაუდებელ ისტორიულ მემდკვიდრეობას - ტაძრებსა და სასახლებს ინახავს. აქ მდებარეობს უმსხვილესი და უძველესი ცივილიზაციის მაიას ტომის ცენტრები, რომელიც დღემდე უვნებლად გადარჩა. ასევე საინტერესოა ქვეყნის ეროვნული პარკები და რეზერვები, რომელთა შორისაა იაგუარის ნაკრძალი. ბელიზის დედაქალაქში, ბელმოპანში, არსებობს ბელიზის უნივერსიტეტი, ბანკების, ძეგლების, არქიტექტურული ნაგებობები, ხელოვნების ყუთების გამოფენა და ქალაქის მუზეუმი და ბევრი ლამაზი პარკი.

ლიკა ამირაშვილი