პირველი რესპუბლიკის მოედანზე 10 ნოემბერს ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე რაგბში, საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციასთან დაკავშირებით, 10 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან.„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება რაგბში საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფლორენციიდან, რის გამოც 06:00 საათიდან 22:00 საათამდე აღნიშნულ მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება. ავტომანქანების მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე აღდგება.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.