ოქტომბერში „ხაჭაპურის ინდექსი“ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ (ISET) კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.კერძოდ, ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ხარჯმა 3.59 ლარი შეადგინა, რაც სექტემბერთან შედარებით 1.1%-ით მეტი; ხოლო გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 1.2%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება ცალკეულ ქალაქებს, ISET-ის ცნობით, თბილისში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასი - 3.55 ლარი; თელავში - 3.17; ქუთაისში - 3.04 დაფიქსირდა.