„არა საწვავის ფასის ზრდას“, - ასე გამოეხმაურნენ მძღოლები საწვავის გაძვირებას, რომლებმაც ქუთაისში, პარლამენტის წინ აქცია გამართეს. მათ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდეს.
„ბოლო თვეების განმავლობაში საწვავის ფასმა ყველა დროის ანტირეკორდი მოხსნა, რის გამოც იძულებული ვართ, ავტომობილებზე უარი ვთქვათ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვიმგზავროთ. საწვავის გაძვირება ყველაფრის გაძვირებას გამოიწვევს. მივმართავთ ხელისუფლებას, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ ნავთობის იმპორტის აქციზზე ფასები მნიშვნელოვნად შეამციროს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.