„კრედიტინფო საქართველომ“ საკრედიტო ქულისა და რეიტინგის ახალი მოდელი დანერგა.როგორც ბიურო განმარტავს, 2017 და 2018 წლის პირველ ნახევარში საფინანსო სექტორში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, შეიცვალა ზღვრული საპროცენტო განაკვეთი, სესხის გაცემის პირობები, ასევე დაიხურა რამდენიმე მსხვილი საკრედიტო ორგანიზაცია. ამ ცვლილებებმა კი მოდელის გადახედვას დაუდო საფუძველი.
„საკრედიტო ქულის მოდელში ამჟამად განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: შეიცვალა სარეიტინგო სისტემის ცვლადების ხვედრითი წონები მთლიან კალკულაციაში. შეიცვალა საკრედიტო რეიტინგის შესაბამისი ქულების რაოდენობა, მაგალითად თუ ძველ მოდელში E3 რეიტინგის შესაბამისი ქულა იყო 0-დან 200-მდე, ახალ მოდელში ქულა მერყეობს 0-დან 189-მდე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოდელის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილება თქვენს ამჟამინდელ საკრედიტო ქულასა და რეიტინგში,“-აღნიშნულია „კრედიტინფოს“ ინფორმაციაში.