საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში ჩაერთო

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეკონომიკის სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ფრანჩაიზინგის პროგრამაში მონაწილეობს.

პროგრამის მიზანია, უკეთ გააცნოს ფრანჩაიზინგი ქართველ ინვესტორებს თუ სხვა ეკონომიკურ აგენტებს, ასევე ხელი შეუწყოს საერთაშორისო ბრენდების შემოსვლას და დააკავშიროს ადგილობრივი ინვესტორები გლობალურ ფრანჩაიზორებთან.

პროგრამის ფარგლებში ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის მიერ, 16-21 ივნისს, ნიუ-იორკში სემინარი გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ირინა კვახაძე დაესწრო. სემინარზე ქართული დელეგაცია ფრანჩაიზინგის თავისებურებებს, კომერციულ თუ სამართლებრივ ნიუანსებს და ფრანჩაიზორებთან მოლაპარაკების წარმოების საუკეთესო პრაქტიკას გაეცნო.

ნიუ-იორკში ვიზიტისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი საერთაშორისო ფრანჩაიზორთა გამოფენასაც დაესწრო. ექსპოზიციაზე, სადაც 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ისეთი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებს შეხვდა, როგორიცაა Ben and Jerry's, Signarama da Yogurtzone.