კორპორაცია Apple-ის ინფორმაციით, მის მიერ წარმოებული სმარტფონების iPhone X-ის ცალკეულ მოდელებსა და MacBook Pro-ს ლეპტოპებში საწარმოო დეფექტი ფიქსირდება.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, Apple -მა დაადგინა, რომ iPhone X-ის ეკრანების ცალკეულ ნაწილებში ფიქსირდება პრობლემები მასზე თითით შეხებისას, რომელიც ან არ რეაგირებს ან თვითნებურად იწყებს ფუნქციონირებას. ეს კი გამოწვეულია ერთ-ერთი კომპონენტის დეფექტის გამო, რომელიც ეკრანის მოდულში ყენდება - აცხადებენ კომპანიაში.
გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემები ფიქსირდება MacBook Pro-ს ცალკეულ მოდელებშიც. ამ შემთხვევაში საუბარია დეფექტურ SSD-ზე, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს მონაცემთა სრული წაშლა. საუბარია 128 და 256 გეგაბაიტიან მყარ დისკიან „მაკებზე“, რომლებიც ინტეგრირებულია 13-ინჩიან მოდელებში და იყიდებოდა 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისამდე. აღნიშნული დეფექტის დადგენა მომხმარებლებს შეუძლიათ სპეციალურ საიტზე მათი ნოუთბუქის სერიული ნომრის შეყვანით.
კომპანიის ინფორმაციით ასეთი დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს დეტალების შეცვლა უფასოდ შეეძლებათ.
კოკა კვირკველია