კასპში "ლიბერთი ბანკის" ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა

”ლიბერთი ბანკი" ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს.

ბანკის დირექტორმა ზურაბ წულაიამ კასპში, სააკაძის ქ. #32-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

სერვის ცენტრში შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, ასევე სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა და კომუნალური გადასახადების დაფარვა.

როგორც ბანკში აცხადებენ, "ლიბერთი ბანკმა" ბოლო 5 წლის მანძილზე 130-ზე მეტი ფილიალისა და სერვის ცენტრის მოდერნიზება მოახდინა. ბანკი საქართველოში ყველაზე ვრცელი საბანკო ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც 1.4 მლნ ფიზიკურ და 69 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.

"ლიბერთი ბანკის" საბაზრო წილი 2014 წლის მაისის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით 8.0%-ს შეადგენს.