Global Retail Development Index-ის რეიტინგში საქართველო მე-7 ადგილზეა

საცალო ვაჭრობაში ინვესტირებისთვის ყველაზე პერსპექტიული ქვეყნების რეიტინგში საქართველო მე-7 ადგილზეა.

Global Retail Development Index - ის ყოველწლიურ რეიტინგში ქვეყანა, გასულ 2013 წელთან შედარებით, ერთი პოზიციით არის დაწინაურებული. წელს საცალო ვაჭრობაში ინვესტირების კუთხით ყველაზე პერსპექტიული ბაზრების რეიტინგში ქვეყანას მე-7 პოზიცია უჭირავს.

GRDI-ის რეიტინგში საქართველოს ერთი პოზიციით მეზობელი სომხეთი უსწრებს და მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო რუსეთს მე-12 ადგილი უჭირავს. რეიტინგში პირველი ჩილეა, მეორე ჩინეთი, ხოლო მესამე პოზიცია ურუგვაის უკავია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ბოლო პოზიციაზეა.

ქვეყნების შეფასება ხდება მთელი რიგი მაკროეკონომიკური და დარგობრივი პარამეტრების გათვალისწინებით. რეიტინგში სულ 30 განვითარებადი ქვეყანა შედის.