ბანკებისთვის სესხის გაცემის ახალი რეგულაციების ამოქმედების თარიღი უცნობია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განუცხადა.
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. მაგრამ დღემდე უცნობია, შევა თუ არა ძალაში ახალი რეგულაციები 2 დღეში. დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელება 2019 წლის იანვრიდან იგეგმება.
„ჩვენი სურვილია რეგულაციები საბანკო სექტორზეც პირველი იანვრიდან ამოქმედდეს და არა 15 ნოემბრიდან“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
მისი განმარტებით, ჯგუფი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით: „საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არც საბანკო სექტორისთვის არაა“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ქ
რისტინე გამთენაძე