კომპანია "ჯი არ სი"-მ და ამერიკულმა კომპანია Firestone -მ სემინარი გამართეს

ჰიდროიზოლაციის ექსპერტმა, ქართულმა კომპანია "ჯი არ სი"-მ და ამერიკულმა კომპანია Firestone-მ, სასტუმრო "რედისონში" ერთობლივი სემინარი გამართეს, რომლის თემაა Firestone-ის "უნაკერო" EPDM მემბრანის პრეზენტაცია.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ჰიდროიზოლაციის ექსპერტი ქართული კომპანია "ჯი არ სი" 12 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს იზოლაციებისა და გადახურვების სფეროში. "ჯი არ სი" საქართველოში წარმოადგენს ისეთ მულტინაციონალურ კომპანიებს, როგორებიცაა Firestone (აშშ); BASF (გერმანია); RUUKKI (ფინეთი); TechnoNikol (რუსეთი), DONGBU (კორეა) და სხვა. სემინარის მონაწილე მოწინავე არქიტექტურული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ "Firestone"-ის "უნაკერო" EPDM მემბრანის თვისებებსა და უპირატესობებს.

"ეს მემბრანები გამოიყენება ბრტყელი, ექსპლუატირებადი და მწვანე გადახურვების შესასრულებლად. ასევე საძირკვლების, გვირაბებისა და ხელოვნური ტბორებისა თუ წყალსატევების ჰიდროიზოლაციისთვის. საქართველოში ის უკვე გამოყენებულია რამდენიმე ობიექტის მშენებლობისას, მაგალითად, თბილისში რიყის გვირაბის ჰიდროიზოლაციისას; ბათუმში - სასტუმრო "კემპინსკის" გადახურვაზე; სოფ. კურდღელაურში - "თელავის ღვინის მარნის" საცავების გადახურვისას. Firestone-ის "უნაკერო" EPDM მემბრანა გამოირჩევა საიმედოობით, მონტაჟის სიმარტივითა და მრავალ ათეულწლიანი საექსპლუატაციო ვადით", - განაცხადეს სემინარის ორგანიზატორებმა.