AIR FRANCE საქართველოში შემოდის

ფრანგული ავიაკომპანია Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს.ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია" ავრცელებს. რეგულარული რეისებს ავიაკომპანია 2019 წლის აპრილიდან განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ფრანგულ ავიაკომპანიასა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია, ტავ ჯორჯიას შორის უკვე ბოლო ეტაპზეა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ოპერირების დეტალები გასულ კვირას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

დღეს Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.