ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებელობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

ნენ­სკრას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ - სს „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნა­ახ­ლა.ამ­ჟა­მად გზის 5 ივ­ლი­სის სტი­ქი­ით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის აღ­დგე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­დე­გად ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­და­ად­გი­ლე­ბა გა­უდ­ვილ­დე­ბა, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია კი მომ­დევ­ნო და­ზი­ა­ნე­ბულ მო­ნაკ­ვეთ­ზე მი­ი­ღებს წვდო­მას მისი შემ­დგო­მი აღ­დგე­ნის­თვის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის აღ­სად­გე­ნად შემ­დე­გი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა: დრო­ე­ბი­თი არ­ხის გაყ­ვა­ნა მდი­ნა­რის დი­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად, დამ­ცა­ვი ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ქვაყ­რი­ლის მო­წყო­ბა და შემ­დგომ მდი­ნა­რის პირ­ვან­დელ კა­ლა­პოტ­ში მოქ­ცე­ვა.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მძი­მე ტექ­ნი­კის 10-მდე ერ­თე­უ­ლი.

სა­მუ­შა­ო­ებს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ სუბკონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნია „სა­ქარ­თვე­ლოს სამ­შე­ნებ­ლო კონ­სორ­ცი­უ­მი“ ახორ­ცი­ე­ლებს.

მო­სამ­ზა­და­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მომ­დევ­ნო ეტა­პი მდი­ნა­რე ნენ­სკრა­ზე 3 ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა.

პრო­ექ­ტის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბებ­ში ხი­დე­ბი­სა და გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, სამ­შე­ნებ­ლო ბა­ნა­კე­ბი­სა და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას მო­ი­ცავს, 2019 წლის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა.

NS