ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მცდელობა, ქვეყანაში ინფლაცია შეეჩერებინა, მარცხით დასრულდა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, რომელიც ვენესუელის ინფლაციას ყავის ჭიქის ფასით აფასებს, აჩვენა, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე 149 900%-მდეა.
ქვეყანაში ინფლაცია მას შემდეგ გაიზარდა, რაც მთვრობამ ახალი ვალუტა "სუვერენული ბოლივარი" გამოუშვა. ერთი ახალი სუვერენული ბოლივარი უდრის ძველ 100,000 ბოლივარს. ახალი ვალუტის მიზანი იყო ყოველდღიური ტრანზაქიების ნორმალიზაცია.
ვენესუელას, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი ნავთობის რეზერვის მქონე ქვეყნის უსიამოვნება მიმდინარე ჰუმანიტარულ კრიზისთან არის დაკავშირებული. ვენესუელაში საკვების, მედიცინისა და სხვა ძირითადი პროდუქტების ნაკლებობაა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, ვენესუელაში ინფლაცია 2018 წლისთვის 1 მილიონ პროცენტს მიაღწევს, ქვეყანა კი ღრმა ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში ჩავარდება.