პირველ სართულზე განთავსებულ სავაჭრო ობიექტებს მინდა თხოვნით მივმართო, რომ საახალწლოდ, თუ არის ამის შესაძლებლობა გარე ფასადზე ან შიგნით, თითო სათამაშო ჩამოკიდონ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ბიზნესსექტორი აქტიურად აპირებს ჩართვას სხვადასხვა ლოკაციებზე წინასაახალწლო სამზადისში.
„შარშან, როცა მიმდინარეობდა წინასაახალწლო მზადება ძალიან კარგი მიმართულება დავამკვიდრეთ იმ თვალსაზრისით, რომ წინასაახალწლო მორთვაში ჩართული იყო ბიზნესსექტორი, მოსახლეობა და დღეს უკვე თვითონ გვიკავშირდებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ჩვენ გვქონდა კონკრეტული ლოკაციები, სადაც სხვადასხვა კომპანიები ალამაზებდნენ ადგილებს. ეს ტენდენცია წელსაც გვინდა გაგრძელდეს. ბიზნესი აქტიურობს. პირველ სართულზე განთავსებულ სავაჭრო ობიექტებს მინდა თხოვნით მივმართო, რომ ყველამ საახალწლოდ, თუ არის ამის შესაძლებლობა გარე ფასადზე ან შიგნით, თითო სათამაშო ჩამოკიდონ“,- განაცხადა კალაძემ.