საქართველო ცხოვრების სიიაფით მე-12 ადგილზეა - სად ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი

საქართველო ცხოვრების სიიაფით 117 ქვეყანას შორის, მე-12 ადგილზე მოხვდა.

კვლევითი პორტალი „ნუმბეოს" ცხოვრების ინდექსის თანახმად, საქართველოს რეიტინგში 30.14 ქულა აქვს. რეიტინგში საქართველო ბანგლადეშსა და ალჟირს შორის მოხვდა.

ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოთვლილია ფასების დონის გათვალისწინებით საქონლისა და მომსახურების ძირითად სახეობებზე, კვების პროდუქტების, რესტორნების, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველო ცხოვრების სიიაფით მეათე ადგილს იკავებდა.

ცხოვრების სიიაფით პირველ ადგილზეა პაკისტანია, რომელსაც რეიტინგში 22.17ქულა აქვს. მას მოსდევს ინდოეთი (23.81) და ტუნისი (24.53) ქულებით.

რაც შეეხება ყველაზე ძვირ ქვეყნებს, პირველ ადგილზე შვეიცარია გავიდა, რომელიც რეიტინგში 119.98 ქულა აქვს. მას მოსდევს ისლანდია 112.64 ქულით და ნორვეგია 104.09 ქულით.

ლიკა ამირაშვილი