მთავრობა წამლის სააგენტოს აფუძნებს. ახალი სსიპ-ი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნება.
სააგენტო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამართალმემკვიდრე ხდება წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით.
სააგენტო წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით განსახორციელებელი კომპეტენციით აღიჭურვება და საქმიანობას 1-ლი იანვრიდან დაიწყებს.
რაც შეეხება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციას, აღნიშნული უწყების თანამშრომლების ნაწილი ავტომატურად წამლის სააგენტოში დასაქმდება.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
ამასთან, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მთავრობის/სამინისტროს/სააგენტოს მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.