საქართველოს პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულში, მინდელის შახტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში ტყიბულელ მეშახტეებს და კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება, შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ: მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, თერჯოლა- ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტი ელგუჯა გოცირიძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მეშახტეებმა განაცხადეს, პრემიერი მათ დაპირდათ, რომ შახტში საწარმო პროცესი დეკემბერში აღდგება და ასევე ესაუბრათ ქალაქის განვითარების პერსპექტივაზე.
მეშახტეების განცხადებით, პრემიერმა მათ უთხრა, რომ ტყიბულში აშენდება სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.