კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა მისი კომპანიის ტოპ-მენეჯერებს დავალება მისცა, ისარგებლონ მხოლოდ საოპერაციო სისტემა Android-ის მქონე სმარტფონებით, რომელიც Google-ის მიერ არის შემუშავებული.
ეს ფაქტობრივად ნიშნავს აკრძალვას, არ გამოიყენონ iPhone-ები, რომლებსაც კორპორაცია Apple აწარმოებს და მუშაობს საოპერაციო სისტემაზე iOS.
ამის შესახებ გაზეთი The New York Times იუწყება, რომელმაც გამოაქვეყნა ჟურნალსიტური გამოძიება კომპანია Facebook-ის ყოფილი და მოქმედ 50 თანამშრომლების ჩვენების საფუძველზე.
გაზეთის ინფორმაციით, ცუკერბერგმა აღნიშნული განკარგულება გასული წლის მეორე ნახევარში გასცა, მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში „გასკდა“ ე.წ. კემბრიჯის სკანდალი, რომელიც დაკავშირებული იყო ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებისას პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასთან. ცუკერბერგმა მის მენეჯერებს iPhone-ებზე უარის თქმა განუმარტა იმ მიზეზით, რომ ანდროიდის სისტემით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით ბევრად მეტია, ვიდრე iOS-ის მომხმარებლებისა. თუმცა სტატიის ავტორების აზრით, ამის რეალური მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო კომპანია Apple-ის ხელმძღვანელის ტიმ კუკის კრიტიკული განცხადებები Facebook-ის მისამართით, რომელიც მომხმარებელთა პირადი მონაცემების გაჟონვასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც The New York Times-ი ამტკიცებს, Facebook-ი თანამშრომლობდა კომპანია Definers Public Affairs-თან, რომელმაც განათავსა კრიტიკული პუბლიკაციები კომპანიებზე Google და Apple, რომლებიც დაკავშირებული იყო ახალი ამბების რესურსებზე. გამოცემის ინფორმაციით, Facebook-მა დაიქირავა Definers-ი, რათა კორპორაციასთან დაკაშირებული პუბლიკაციები გამოეძია. მას შემდეგ, რაც კუკმა Facebook-ი Definers-თან დაკავშირებული ახალი ამბების რესურსებზე მკაცრად გააკრიტიკა, ინტერნეტში გავრცელდა კიდევ რამდენიმე კრიტიკული სტატია Google-სა და Apple-ზე. ერთ-ერთ მათგანში ტიმ კუკის განცხადებები უნამუსოდ შეფასდა, ვინაიდან როგორც სტატიაში ეწერა, Apple-ი სხვების მსგავსად აგროვებს მომხმარებლების პირად ინფორმაციას.
კოკა კვირკველია