„Amazon ვერ გაამართლებს, ის გაკოტრდება“ - ჯეფ ბეზოსის მოულოდნელი განცხადება კომპანიის მომავალზე

Amazon-ის ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა ერთ-ერთ შეხვედრაზე საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ჩანაწერიც ტელეკომპანია CNBC-ს ჩაუვარდა.

კომპანია, რომლის ღირებულებაც შეფასებულია თითქმის ტრილიონ დოლარად და მისი მფლობელი ადამიანი თანამედროვეობის უმდიდრესი პიროვნებას, აცხადებს, რომ მისი 24-წლიანი კომპანია ერთ მშვენიერ დღეს გაქრეს: „Amazon ვერ გაამართლებს, ის გაკოტრდება“ - ციტირებს Business Insider-ი ბეზოსის სიტყვებს.

„Amazon არც ისე დიდია, რომ ვერ დაეცეს. ვფიქრობ, ერთ მშვენიერ დღეს ეს მოხდება“ - განაცხადა ბეზოსმა მისი მისამართით დამულ კითხვაზე, რას ფიქრობს ის კომპანია Sears-ის გაკოტრებაზე. 

„Amazon-ი გაკოტრდება. თუ უყურებთ დიდ კომპანიებს, მათი ცხოვრების ხანგრძლივობა არის 30 პლიუს წელი და არა ასეული წლები. ახლა უბრალოდ, მიზანია ეს გარდაუვალი მომავალი რაც შეიძლება გაიწელოს. ამის მიღწევა კი მომხმარებლებზე ორიენტირებაა. თუ ჩვენ დავიწყებთ ჩვენს თავზე ორიენტირებას, მომხმარებლების ნაცვლად, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, გადავწიოთ ეს დღე იმდენად რამდენადაც შესაძლებელია “, - დასძინა მან.

Amazon-ის რამდენიმე ანონიმური წყარო ტელეკომპანია CNBC-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სამთავრობო რეგულაციები და პოტენციური ანტიმონოპოლიური დარღვევები კომპანიისთვის დიდ გამოწვევად რჩება.

ამასთან, როგორც ცნობილია Amazon-მა ამ კვირას გამოაცხადა, რომ აპირებს გაფართოებას ამერიკის მასშტაბით, ორი მიმართულებით, მის ახალ სათაო ოფისებში კომპანია უახლოეს მომავალში 50,000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

კოკა კვირკველია