თებერვლიდან თბილისი-ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყება

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლას გეგმავს.

2019 წლის თებერვლიდან ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებას ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია Indigo გეგმავს.

დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით აპირებს.

საქართველოს საავიაციო ბაზრით ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპაია ზაფხულში დაინტერესდა. ავიაკომანია ინდიგო 2006 წელს დაფუძნდა. ინდიგოს, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ბაზრის 43.2% უკავია. კომპანიის ავიაპარკი 195 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. დღეისთვის ინდიგო ფრენებს 59 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 48 ადგილობრივი, 11 კი საერთაშორისოა.