მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 166.3 მლნ ლარი შეადგინა.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 29.6 მილიონი ლარით შემცირდა. კერძოდ, 2017 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 195.9 მილიონი ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 33.5 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 25.6 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.
გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, სექტემბრის მდგომარეობით, 11.8 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 10.2 მლნ ლარი იყო.