პარიზში Apple-ის მაღაზიის გახსნა გააპროტესტეს

ელისეის მინდვრებზე გუშინ საპროტესტო მანიფესტაცია გაიმართა, რომელიც კორპორაცია Apple-ის ახალი დიდი მაღაზიის Apple Store-ის გახსნის წინააღმდეგ იყო მიმართული.

როგორც ფრანგული სააგენტო AFP წერს, აქციის ორგანიზატორი იყო მსხვილი ანტიგლობალისტური მოძრაობა Attac-ი, რომელიც ჯერ კიდევ 1998 წელს შეიქმნა.

„ჩვენი ქმედებით გვსურს შეგახსენოთ, რომ ეს კორპორაცია ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში გადასახადებისგან თავის არიდების მხრივ. ამ მსოფლიოში უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიის სახსრები დაფუძნებულია იმაზე, რომ მან მოქალაქეებს მათ შორის ფრანგებსაც, წაართვა მილიარდობით დოლარი, განახორციელა რა დაბეგვრას დაქვემდებარებული სახსრების არალეგალური გატანა. თავდაპირველად ეს თანხა მიედინებოდა ირლანდიაში, დღეს კი ირიცხება ისეთ საგადასახადო სამოთხეში როგორიცაა ჯერსი“,  - განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას Attac-ის წარმომადგენელმა ორელი ტრუვემ.

მათივე განცხადებით, ელისეის მინდვრები ამ ამერიკული კომპანიის გარდა ასევე ნავსაყუდელია გადასახადებისგან თავის ამრიდებელი ისეთი კომპანიებისთვისაც როგორებიცაა McDonald's და HSBC. მანიფესტანტებმა Apple Store-ის შესასვლელთან გამოაკრეს პლაკატი, რომელზეც ეწერა: „კორპორაცია Apple-ში არ იშურებენ ძალას, რომ გადამალონ გადასახდელები“. Attac-ის წარმომადგენლების განცხადებითვე პრეზიდენტი მაკრონი არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არალეგალური გადასახადის გადინება არ მოხდეს, რომელიც საფრანგეთის ხაზინას 80 მილიარდი უჯდება, ანუ იმდენი რამდენიც ბიუჯეტის დეფიციტია.

მანიფესტაციის მსვლელობისას კორპორაცია ასევე გააკრიტიკეს აზიაში დასაქმებულების ექსპლუატაციაში, ასევე მომხმარებლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღევავში და მომაბეზრებელი რეკლამების თავსმოხვევაში.

კოკა კვირკველია