პრემიერ-მინისტრი საბანკო დავალიანებასა და ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს საბანკო დავალიანებასა და ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას წარადგენს.მთავრობის სხდომის დაწყებამდე, 11:00 საათზე პრემიერ-მინისტრი ბრიფინგს გამართავს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად სწორედ აღნიშნული ინიციატივის შესახებ ისაუბრებს.

როგორც გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, საქართველოს მთავრობას მასშტაბური და პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დასაძლევად და ე.წ. „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების გზაზე.