"ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და "ანაკლია სითიმ" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ცნობით, ანაკლიის პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციას საჯარო და კერძო უწყებების, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები თუ საუკუნის პროექტის მშენებლობითა და პროგრესით დაინტერესებული პირები დაესწრნენ, სადაც ანაკლიის პორტისა და ანაკლია სითის მენეჯმენტმა ერთი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა და პროექტის განვითარებისა და მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.
„ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაგვაჩნია როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე დიდი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და გავლენიანი პოლიტიკური წრეების საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ მნიშვნელობას“, - განაცხადა ანაკლიის პროექტის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ.
„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა შავ ზღვაზე, რომელსაც არ გააჩნია ღრმაწყლოვანი პორტი და შავ ზღვაზე შემოსული საკონტეინერო გემების 75 % შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ვერ შემოდის საქართველოში. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უზრუნველყოფს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ჩვენი ქვეყანა შეძლებს მაქსიმალურად გამოიყენოს ის ეკონომიკური ღირებულება, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო გააჩნია“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ცნობით, ანაკლიის პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციას საჯარო და კერძო უწყებების, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები თუ საუკუნის პროექტის მშენებლობითა და პროგრესით დაინტერესებული პირები დაესწრნენ, სადაც ანაკლიის პორტისა და ანაკლია სითის მენეჯმენტმა ერთი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა და პროექტის განვითარებისა და მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.