მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავების ავტომობილები

რომელი ავტომობილები ჰყავთ მუნდიალის მთავარ მოქმედ პირებს?

წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარსკვლავის ავტოპარკს.

გერმანიის ნაკრების და ლონდონის ”არსენალის” შემტევ ნახევარმცველ მესუთ იოზილს გულჩათხრობილ ადამიანად მიიჩნევენ, მაგრამ საავტომობილო გემოვნებით იოზილი თავმდაბალი ნამდვილად არ არის...ასე რომ არ იყოს, მესუთ იოზილს Ferrari 458 Italia არ ეყოლებოდა.

გერმანიის ნაკრების კიდევ ერთ ვარსკვლავ მარიო გიოტცეს, რომელიც შარშან მიუნხენის ”ბაიერნმა” დორტმუნდის ”ბორუსიადან” 37 მილიონ ევროდ შეიძინა, რა გასაკვირია, უპრობლემოდ შეუძლია ისეთი ავტომობილის ყიდვა, როგორიცაა Mercedes SLS AMG, რომლის ფასი 186 000 ევროდან იწყება.

განის ნაკრების ლიდერ კევინ-პრინს ბოატენგს Bentley Continental GT ჰყავს, კამერუნელ თავდამსხმელ სამუელ ეტო’ოს კი- Aston Martin One-77. სხვათა შორის, ეტო’ოს ფარეხში Bugatti Veyron 16.4-იც დგას. რატომ 16,4? სამუელის ”ბუგატის” 16-ცილინდრიანი ძრავა და 4 ტურბინა აქვს.

იტალიელი მარიო ბალოტელი ყოველთვის და ყველგან გამოირჩევა. ბალოტელის ავტომობილებშიც განსაკუთრებული გემოვნება აქვს და სისწრაფე უყვარს. ბალოტელის ფარეხში არაერთი გრანდიოზული მანქანა უყენია. მაგალითად, Maserati Gran Turismo, რომლითაც 2011 წელს 300 კმ/სთ სიჩქარით მიჰქროდა და ამის გამო ცოტა ხნით ჩამოართვეს. ბალოტელის Range Rover Evoque-იც ჰყავს, თანაც ორი - ერთი თეთრი, მეორე კი - ოქროსფერი.

კოტ დ’ივუარის ნაკრების 36 წლის გოლეადორი დიდიე დროგბა არა მარტო შესანიშნავი თავდამსხმელია, არამედ ავტომობილების შერჩევაც ეხერხება. როგორც იცით, დროგბა სტამბოლის ”გალათასარაიში” თამაშობს და თურქეთში Ferrari F430-ით დადის. ცნობისათვის, დროგბას Mercedes SLR McLaren-იც ჰყავს...

ლიონელ მესი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და ყველაზე ძვირფასი მანქანებიც ჰყავს. მაგალითად, ლეოს ძალიან უყვარს თავისი Maserati Gran Turismo MC Stradale, რომლის ფასი დაახლოებით 130 000 ევროა. მესიმ ამაზე ”ოდნავ” მეტი გადაიხადა წითელ Ferrari F430-ში, რომელიც 200 000 ევრო დაუჯდა. ლეოს ესეც არ ეყო და ცოტა ხნის წინათ Dodge Charger SRT8-ც შეიძინა. მესის ფარეხში Audi R8 GT-იც დგას.

Audi R8 GT ”ბარსელონას” ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარსაც ჰყავს. ნეიმარის ფარეხში Porsche Panamera-ც დგას.

აი, გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამი კი ნამდვილად თავმდაბალი ადამიანია. ლამს ნამდვილად შეუძლია ”ფერარის” ან ”ლამბორგინის” შეძენა, მაგრამ გაცილებით მოკრძალებული Audi A6-ით დადის. იგივე ითქმის გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერზეც... გარდა Audi RS6-ისა, რომელიც ნოიერმა ”ბაიერნის” მთავარი სპონსორისგან მიიღო, მანუს ფარეხში Volkswagen Touareg დგას, ასევე R8 და RS63.

კრიშტიანო რონალდო კი, თავმომწონე პორტუგალიელი, ყველაზე გამორჩეული მანქანებით დადის. რონალდოს Lamborghini Aventador ძალიან მალე მობეზრდა და ახლა 1,6 მილიონ დოლარად Bugarri Veyron 16.4 შეიძინა.

წყარო: autobild.ge