Netflix-ი „ყველაზე გასაგებ“ ბრენდად დასახელდა

სტრიმინგ სერვისი Netflix-ი პირველ ადგილზე აღმოჩნდა Siegel + Gale-ის შედგენილ „ყველაზე გასაგები ბრენდების“ მსოფლიო რეიტინგში.

როგორც კომპანიის ანალიტიკოსები წერენ, ეს დაკავშირებულია სერვისის სიმარტივესთან, რომელიც მომხმარებელს უბრალოდ სასურველი ვიდეოს მაღალი ხარისხით ყურებას, დაპაუზებას და გადახვევას სთავაზობს. Netflix ამავდროულად ბევრ საკუთარ კონტენტს ქმნის, ამ ყველაფერს კი მომხმარებელი ადვილად იგებს და ღებულობს.

რეიტინგის მეორე ადგილზე მოხვდა გასული წლის ლიდერი გერმანული სუპერმარკეტების ქსელი Aldi. მომხმარებელთა აზრით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სუპერმარკეტები ძალიან მკაფიოდ არიან სტრუქტუირებულები, მაღაზიები პრაქტიკულად, ერთნაირია, ხოლო პროდუქცია ყოველთვის ერთი და იგივე ადგილზეა განთავსებული, რაც მომხმარებელს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს.

რეიტინგში მესამეა Google. კორპორაცია ერთგულია საკუთარი მისიის - დაალაგოს ინფორმაცია და მიაწოდოს ის მომხმარებელს გასაგები და ხელმისაწვდომი ფორმით.

ყველაზე გასაგები ბრენდების ათეულში ასევე მოხვდნენ სუპერმარკეტების ქსელი Lidl, Carrefour, სწრაფი კვების ობიექტი McDonald`s, სასტუმროების დაჯავშნის ქსელი trivago, მუსიკალური სტრიმინგ სერვისი Spotify, ტანსაცმლის ბრენდი Uniqlo და რესტორნების ქსელი Subway.

კომპანია Siegel + Gale -მა 15 ათასი მომხმარებელი გამოკითხა, რომლებმაც მსოლფიოს 800 ბრენდი შეაფასეს იმის მიხედვით, რამდენად გასაგებია მათთვის კომპანიების საქმიანობა და რამდენად კეთილსინდისიერნი არიან ისინი მომხმარებელთან.

კოკა კვირკველია