Honda-მ თვითმფრინავი HondaJet გამოუშვა

თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 4,5 მლნ დოლარს შეადგენს.

იაპონურმა ავტოკონცერნმა Honda-მ მის მიერ წარმოებული პირველი თვითმფრინავის HondaJet-ის პირველი გამოცდა ჩაატარა. 84-წუთიანი სატესტო ფრენა აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში გაიმართა, სადაც კომპანია Honda Aircraft-ის ქვეგანყოფილება მდებარეობს.

ბიზნეს-კლასის მინიატურულ თვითმფრინავს ბორტზე სულ 8 მგზავრის მიღება შეუძლია. HondaJet 13 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე, 770 კმ/სთ-ზე სწრაფად დაფრინავს.

HondaJet გაყიდვაში მომავალ წელს ჩაეშვება. თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 4,5 მლნ დოლარს შეადგენს. ამჟამად Honda-ს უკვე 100-ზე მეტი წინასწარი შეკვეთა აქვს მიღებული.

ვიდეო იხილეთ ლინკზე: Honda-ს პირველი თვითმფრინავის კრეატიული რეკლამა