1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება2.6593 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6593 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6727 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0134 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0369 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0268 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.