Societe Generalе აშშ-ს 1,34 მილიარდის ჯარიმას გადაუხდის

ფრანგული ბანკი Societe Generale ამერიკის შერთებულ შტატებს 1,34 მილიარდი დოლარის ჯარიმას გადაიხდის. საქმე ეხება ბანკის მიერ ამერიკული სასანქციო რეჟიმის დარღვევას, რომელიც მოქმედებს კუბაში, ირანსა და სუდანში. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის სარეზერვო სისტემამ გაავრცელა.

ამ ინფორმაციით, „ფედრეზერვმა“ ფრანგული ბანკი 81,3 მილიონით დააჯარიმა „საშიში და უსაფუძვლო ოპერაციებისთის, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია ამერიკის სანქციებთან კუბასთან მიმართებაში“. გარდა ამისა, ბანკი უწყებას 53,9 მილიონ დოლარს გადაუხდის კუბის, ირანისა და სუდანის წინააღდმეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გამო. თავის მხრივ, ამერიკის იუსტიციის სამინსიტრო მიიღებს 717,2 მილიონ დოლარს და დამატებით 325 მილიონ დოლარის გადახდა Societe Generale-ს მოუწევს შტატ-ნიუ-იორკის ფინანსური მომსამხურების დეპარტამენტითვის და 162 მილიონის გადახდა მანჰეტენის საპროკურორო ოფისისითვის.

როგორც ცნობილია ამერიკის მიერ კუბისთვის დაწესებული სანქციები მქოემდებს 1961 წლიდან, ამ ხნის განავლოაბში ამერიკამ კუბას 933 მიალირდი დოალრის დანაკარგი მოუტანა.

ირანის წინააღდმეგ დაწესებულისანქციები წელს ორ ეტაპად 7 აგვისტოდან და 5 ნოემბრიდან ამოქმედდა. სუდანის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები მოქმედებს 20 წელზე მეტია. ამერიკამ ეს სანქციები გასულ წელს მოხსნა, თუმცა ეს ქვეყანა ამ დრომდე ირიცხება ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნების რიცხვში.

კოკა კვირკველია