ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე გაჩნდა დაახლოებით 100 ჰოლივუდური ფილმი, რომელთა ჩვენება უფასოდ დაიწყო, თუმცა ისინი პერიოდულად რეკლამებით წყდება.
აქამდე YouTube-ის მომხარებლებს ფილმებისა და ტელეშოუების ყიდვა უწევდათ. ამ დროისთვის კი არხზე უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა ისეთი ფილმები, როგორებიცაა, „როკი“, „ტერმინატორი“ და სხვა ასამდე ფილმი.
თუმცა ამიერიდან მათი ყურებისას თქვენ რეკლამის ნახვაც მოგიწევთ. YouTube-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ღია არიან სარეკლამო დამკვეთებისთვის წინადადებების მისაღებად. კომპანიაში განიხილავენ შესაძლებლობას ექსკლუზიური ჩვენებების შესაძლებლობას სპონსორებით.
ფაქტია, რომ ვიდეოჰოსტინგ აქვს სერიოზული უპირატესობა სხვა საიტებტან შედარებით - მისი აქტიური მომხმარებლების ბაზა შეადგენს 1,9 მილიარდ ადამიანს და ამავდროულად გააჩნია თარგეთინგის ფუნქცია Google-ის მონაცემების გამოყენებით.
კოკა კვირკველია