სესხების განულებასთან დაკავშირებით დღეს, ეროვნულ ბანკში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.როგორც ლაზიკა კაპიტალის დირექტორი, „მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარე ბესო შენგელია „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, საუბარი შეეხებოდა ინიციტივის ტექნიკურ მხარეს, რომელიც ზოგიერთი მიკროსაფინანსოსთვის გარკვეულ კითხვებს აჩენს.
ამასთან, როგორც ბესო შენგელია აღნიშნავს, მოქალაქეებისთვის დავალიანების ჩამოწერის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიაციების ნაწილმა გუშინ გაიგო და მათ „ფონდ ქართუსთან“ მანამდე შეხვედრა არ ჰქონიათ.
„შეხვედრა იყო იმ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ამ ინიციატივას ახლავს. ეს არის ჩვეულებრივი კომერციული შეთანხმება/შეთავაზება, რომელიც ცალკეული ორგანიზაციებისთვის მისაღებია, ვიღაცისთვის არა. გააჩნია, რა სტუქტურის პორთფელია, რა არის წილი ვადაგადაცილებული სეხსხების, მათ შორის, ხანდაზმული სესხების და ა.შ.“,-აცხადებს ბესო შენგელია.
მისი თქმით, შეთავაზებული პირობები ყველასთვის ერთია, თუმცა ინდუვიდუალურია ცალკეული ორგანიზაციების ინტერესი ამ პირობების მიმართ.
„ეს არის კომერციული შეთავაზება, რაც ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მეტი, ან ნაკლები. მაგალითად, ერთ ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს ბევრად მეტი წილი ხანდაზმული, ვადაგადაცილებული და ჩამოწერილი სესხების, ვიდრე მეორეს. შესაბამისად, შეძლება, ეს შეთავაზება ერთი ორგანიზაციისთვის იყოს ღირებული, მეორესთვის არა. გარდა ამისა, კომერციულ მხარეს თუ თავს დავანებებთ, აქ სოციალური მხარეც არის. პირადად ჩემთვის, როგორც პრაქტიკოსისთვის, უხერხულობას იწვევს სხვა საკითხებიც. ისეთი როგორიცაა, სხვა მსესხლებლებთან მიმართებით გადაწყვეტილების სისწორე. მაგალითად, თქვენ შეიძლება გქონდეთ 5 პარალელური სესხი რამდენიმე ორგანიზაციაში და თითეული სესხის ნაშთი არ აღემატებოდეს 2000 ლარს, ინიციატივის კრიტერიუმებში ჯდებოდეს, შესაბამისად, გაგიმართლოთ და ყველა ორგანიზაციამ თქვენი სესხი მოათავსოს შესაბამის პაკეტში. ჯამში 10 000 ლარის ჩამოწერა მოხდეს. თუმცა, აუცილებლად იქნება მსესხებელი, ვისაც ვადაგადაცილებაში აქვს ერთი 10 000 ლარიანი მიმდინარე სესხი, მაგრამ ის ვერ ჩაჯდება ამ კრიტერიუმებში. მისთვის რთული იქნება ახსნა, სხვას რატომ გაუნულდა ჯამში მისივე სესხის ოდენობის თანხა და მას არა. ჩემ შემთხვევაშიც, თუ მივიღებ გადაწყვეტილებას, უხერხულობას ვიგრძნობ, კეთილსინდისიერი ან წარმატებული გადამხდელების მიმართ. გამოდის, რომ მათ მეტი ხარჯის გაწევა უწევთ სესხის აღებისას, ვიდრე ურჩ, არაკეთილსინდისიერ გადამხედლს ან უბრალოდ იმ კეთილსინდისიერს, ვისაც პრობლემები შეექმნა საქმიანობაში“,-აცხადებს ბესო შენგელია.
მისივე თქმით, ინიციატივა კარგია, თუმცა ისევე როგორც მედალს, მასაც ორი მხარე აქვს და გარკვეულ უხერხულობებს არ უნდა ქმნიდეს.
„ინიციტივის კარგი მხარეა ის მსესხებლები, ვისაც მართლა არ გაუმართალა საქმიანობაში (არ ვგულისმობ ურჩ გადამხდელებს). ამით მათ საშუალება ეძლებათ, რომ დაუბრუნდნენ თავის ცხოვრებას და ეკონომიკური საქმინობა გააგრძელონ, თუმცა როგორც ხშირად ხდება, მედალს ორი მხარე აქვს და რაზეც მოგახსენეთ მსგავსი უხრხულობებიც იქმნება“,-აცხადებს ბესო შენგელია.
როგორც „მიკროსაფინანსო ასოციაციის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, ორგანიზაციების ნაწილმა ინიციტივის შესახებ მხოლოდ გუშინ გაიგო, შესაბამისად, ვისთვის აღმოჩნდება მისაღები და ვისთვის არა, ეს მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც მოქალაქეების შავი სიიდან ამოღება მოხდება.
„შეიძლება ყველა მიკროსაფინასო ორგზანიზაციის გადაწყვტილების შესახებ არც გახდეს ცნობილი, რადგან ეს არის კომერციული შეთანხმება მხარეებს შორის. ამ შემთხვევაში, ორგანიზაციასა და „ფონდ ქართუს“ შორის და ინფორმაციამ ჩვენამდე არც მოაღწიოს. გავიგებთ მაშინ, როდესაც ეს შეთანხმენმები შედგება და მოხდება ადამიანებისთვის დავალინებების განულება და შავი სიებიდან ამოღება.
დღევანდელი შეხვედრა ატარებდა საინფორამციო ხასიათს, რადგან დასაკონკრეტებლი იყო ცალკეული ტექნიური დეტალები. ვესწრებოდით ასოციაციის წვერები, ასევე, ცაკლეული მიკროსაფინსოსები, ვინც არ არიან ასოციაციის წევრები და ონლაინ სესხების წარმომადგენლები. რაც შეეხება „ფონდ ქართუსთან“ მოლაპარაკებებს, ჩვენ საერთოდ არ გვქონია. ინიციატივის შესახებაც გუშინ გავიგეთ, ისევე როგორც ასოციაციის ბევრმა წევრმა “,-აცხადებს ბესო შენგელია.