„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს

ნენ­სკრას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ­მა კომ­პა­ნია „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­თან ერ­თად სო­ცი­ა­ლუ­რი, მათ შო­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბაც გა­ნა­ახ­ლა.

სოფ­ლებ­ში ჭუ­ბერ­სა და ნაკ­რა­ში 18-დან 60 წლამ­დე ასა­კის ყვე­ლა მსურ­ვე­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია ინ­გლი­სუ­რის უფა­სო კურ­სე­ბი, რომ­ლი­თაც ამ­ჟა­მად 100-მდე ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობს. წლის ბო­ლომ­დე კომ­პა­ნია ყვე­ლა მსურ­ვე­ლის­თვის კომ­პი­უ­ტე­რის შემ­სწავ­ლელ კურ­სებ­საც და­ა­ფი­ნან­სებს.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბის შექ­მა­სა და შრო­მის ბა­ზარ­ზე მათი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდას ისა­ხავს მიზ­ნად.

სა­მო­მავ­ლოდ „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ფე­სი­უ­ლი კურ­სე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­საც გეგ­მავს. მათ შო­რის იქ­ნე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კურ­სე­ბი ნენ­სკრა ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა ნენ­სკრა ჰე­სის პრო­ექ­ტის ე.წ. „თე­მის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის“ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია. თა­ვის მხრივ, „თე­მის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა“ სა­გან­გე­ბოდ შექ­მნი­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბის ჭუ­ბე­რი­სა და ნაკ­რას მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­თა შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­მუ­შავ­და. პრო­ქ­ტის მი­ზანს ჭუ­ბერ­სა და ნაკ­რა­ში მცი­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა წარ­მო­ად­გენს.