ზუგდიდს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა 2019 წელს ექნება

ზუგდიდს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა 2019 წელს ექნება.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესი ივლისში დასრულდება.

თანამედროვე სტანდარტების შენობა მრავალფუნქციური იქნება და რეგიონულ სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს. შენობას შესაძლებლობა ექნება მიიღოს სამაშველო ვერტმფრენი.

პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია.

სამშენებლო სამუშაოები დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა დაათვალიერეს.