Top-10 ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩა მსოფლიოში - Cushman&Wakefield-ის რეიტინგი

მე-5 ავენიუმ პირველად 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩის სტატუსი დაკარგა.Cushman & Wakefield-ის რეიტინგის მიხედვით, წელს პირველობა ჰონგ-კონგში მდებარე ქუჩას კუზუეი -ბეის ერგო.

რეიტინგში მოხვედრილ ქუჩებზე მრავალ სავაჭრო ობიექტს შეხვდებით და ისინი ყოველდღიურად შოპინგის მრავალ მოყვარულს იზიდავს. შესაბამისად, ამ ქალაქებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

Cushman & Wakefield-ის რეიტინგში მთლიანობაში 46 ყველაზე შემოსავლიანი ქუჩა მოხვდა. გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ 10 ქუჩას.

1. კუზუეი-ბეი, ჰონგკონგი

ამ ქუჩაზე ერთი კვადრატული მეტრი ფართის დაქირავება წლიურად 28,7 ათასი დოლარი ღირს. კუზუეი-ბეი ახალგაზრდებს მოდური მაღაზიებით, სავაჭრო ცენტრებით და კაფე-ბარებით იზიდავს. ამ ქუჩაზე არის რამდენიმე ცათამბჯენიც.

2. მე-5 ავენიუ, ნიუ-იორკი

მე-5 ავენიუზე ერთი კვადრატული მეტრი ფართის დაქირავება წლიურად 24,1 ათასი დოლარი ღირს. ის არის მთავარი გამჭოლი ქუჩა მანჰეტენის ცენტრში, ნიუ-იორკში. გადის მიდთაუნის შუაგულში ცენტრალური პარკის აღმოსავლეთ ზღვარის გასწვრივ და ძვირადღირებული პარკის ხედის უძრავი ქონებითა და მრავალი ისტორიული შენობის გამო მდიდარი ნიუ-იორკის სიმბოლოდ ითვლება. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ექსტრავაგანტული სავაჭრო ქუჩაა მსოფლიოში.

3. ბონდ-სთრითი, ლონდონი

რეიტინგში მესამე ადგილზე ლონდონში ბონდ-სთრითის ქუჩა დასახელდა. აქ ერთი კვადრატული მეტრი ფართის არენდა 18.7 ათასი დოლარია. ბონდ-სთრითი ლონდონში, მეიფერის უბანში მდებარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე განთავსებულია ბრენდული ბუტიკები და ყველაზე ძვირად ღირებული მსოფლიო ბრენდების მაღაზიები. 100 წელიწადზე მეტია აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს „სოტბის“ აუქციონის ლონდონის ოფისი.

4. ელისეის მინდვრები, პარიზი

საფრანგეთის დედაქალაქის ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩა ელისეის მინდვრებია. ამ ქუჩაზე წლიურად ერთი კვადრატული მეტრი ფართობის დაქირავება 16,3 ათასი დოლარი ღირს. ელისეის მინდვრები პარიზის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ადგილია, სადაც ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი მიდის.

5. ვია-მონტენაპოლეონე, მილანი

რეიტინგში მე-5 ადგილზე მოხვდა მილანის ვია-მონტენაპოლეონე. ამ ქუჩაზე ერთი კვადრატული მეტრის ფართის არენდა 15,8 ათასი დოლარი ღირს წლიურად. ქუჩაზე განთავსებულია მაღალი მოდის ბუტიკები. ვია-მონტენაპოლიონზე განთავსებულია Dior, Versace, Valentino, Bruno Magli, Ermenegildo Zegna, Yves Saint Laurent, Omega, Cartier და ა.შ.

ათეულში ასევე შედიან:

მე-6 ადგილი: გინძას ქუჩა ტოკიოში, სადაც ერთი კვადრატული მეტრის დაქირავება წლიურად 13,1 ათასი დოლარი.

მე-7 ადგილი: პიტ-სთრით-მოლი სიდნეიში. კვადრატული მეტრის ფასი 10,3 ათასი დოლარი წლიურად.

მე-8 ადგილი: მენდონის ქუჩა სეულში. აქ კვადრატული მეტრის ფასი 9,7 ათასი დოლარია.

მე-9 ადგილი: ბანჰოფშტრასე, ციურიხი. ამ ქიჩაზე წლიურად ერთი კვადრატული მეტრის დაქირავება 9,1 ათასი დოლარი ღირს.

მე-10 ადგილი: კოლმარკტის ქუჩა, ვენა: რეიტინგში მეათე ადგილოსან ქუჩაზე ერთი კვადრატული მეტრის დაქირავება წლიურად სულ რაღაც 5,5 ათასი დოლარი ღირს.