საქართველოში საგადასახადო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში 73,7%-ით 10,7 მლნ ოპერაციიდან 23,8 მლნ ოპერაციამდე გაიზარდა.
კონკრეტულად - 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ტერიტორიაზე საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობამ ერთეულებში 23 807 812 შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, რეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებული ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა იყო 22 812 553 ერთეული, არარეზიდენტი ემიტენტების მიერ განხორციელებული კი 995 259 ერთეული.
რაც შეეხება ოპერაციების რაოდენობას თანხებში, მიმდინარე წლის ოქტომბერში 2 222 753 000 ლარი შეადგინა, აქედან რეზიდენტი ბანკების ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა იყო 2, 028 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ბანკების ბარათებით თითქმის 193,9 მილიონი ლარი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, 2016 წლის ოქტომბერში საბანკო ბარათებით 13 700 161 ოპერაცია განხორციელდა, 2017 წლის ოქტომბერში - 18 454 216 და წელს, ოქტომბერში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 23 807 812 ოპერაცია განხორციელდა.
რაც შეეხება ინტერნეტით განხორციელებულ ოპერაციებს, ერთეულებში ოქტომბერში ამ რიცხვმა 3 973 965-ს მიაღწია, ოპერაციების მთლიანმა მოცულობამ თანხებში დროის იმავე პერიოდში კი 227 მილიონ ლარს გადააჭარბა. ბოლო წლების დინამიკას თუ ვნახავთ, აღმოჩნდება, რომ ზრდა აქაც არის. . კერძოდ, 2016 წლის ოქტომბერში ინტერნეტით სასურველი გადახდები 1 395 123-ჯერ განხორციელდა. ოპერაციების მთლიანმა მოცულობამ თანხებში 116,9 მილიონს გადააჭარბა. 2017 წლის სექტემბერში კი სულ 1 937 229 ოპერაცია განხორციელდა, თანხამ კი საერთო ჯამში 97,9 მლნ ლარი.